მთავარი

თანამშრომლობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან

2014 წლის მაისში Innovative Systems Managment-თან თანამშრომლობით სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ღია ონლაინ კატალოგისა და კატალოგიზაციის მოდულები დაინერგა.


გაერთიანებულ კატალოგში სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გვერდი იხ. ბმულზე.

ფონდი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ლიბერალურ-დემოკრატიული ფასეულობების, თავისუფლების მატარებელი იდეების, ეროვნული ერთობისა და დამოუკიდებლობის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და პროგრესის განვითარებას ქართულ საზოგადოებასა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მეტი ინფორმაციის სანახავად იხილეთ  ვებ-გვერდი www.spl.ge.

ციფრული კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის ტრენინგი

ციფრული კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის ტრენინგი ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის დანერგვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ტრენ

RDA და MARC21 სტანდარტების შესაბამისად საბიბლიოთეკო რესურსების აღწერის კომპეტენცია რება: ინგის მიზანია ბენეფიცირებისთვის სამი ძირითადი პრაქტიკული კომპეტენციის განვითა

  • საბიბლიოთეკო ერთეულების კლასიფიცირების კომპეტენცია
  • ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის კატალოგიზაციის მოდულში პრაქტიკული მუშაობის კომპეტენცია

ტრენინგის შედეგად სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის თანამშრომლები აქტიურად ახდენენ საბიბლიოთეკო კოლექციების აღწერას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ტრენინგის ძირითადი თემები

  • თანამედროვე კატალოგიზაციის ტენდენციები
  • კატალოგიზაციის კონტექსტი და პროცესები
  • ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემების ძირითადი ფუნქციები
  • MARC 21-ის ფორმატში RDA-ის წესების დაცვით ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის შექმნა
  • საბიბლიოთეკო რესურსების თემატური კლასების განსაზღვრა დიუს ათწილადი კლასიფიკაციის (DDC) სტანდარტის მიხედვით
  • ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში ელექტრონული ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის შექმნა და უკვე არსებული ჩანაწერის რედაქტირება
  • ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემაში Z39.50  პროტოკოლით ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების იმპორტი

ელკურსი ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის შეიქმნა ელექტრონული კურსი ვირტუალურ სასწავლო გარემოში oc.ac.ge. მათ საკუთარი ანგარიშით შეუძლიათ ნებისმიერ დროს გამოიყენონ ტრენინგის მასალები და სხვა სასარგებლო რესურსები. 

oc.ac.ge-ზე შესაძლებელია.წვდომა საბიბლიოთეკო სფეროს სხვა ღია კურსებსა და მასალებზე.

e- უნივერსიტეტი


ელექტრონული უნივერსიტეტი

Innovative Systems Management-ის საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ვებბრენდინგი


ვებბრენდინგის სერვისი

ISM-ის მიერ შემოთავაზებული ვებბრენდინგის სერვისის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

კონსულტირება


კონსულტირების სერვისი

ISM-ის მიერ შემოთავაზებული კონსულტირების სერვისის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

ელკომერცია


ელკომერცია

ISM-ის მიერ შემოთავაზებული ელექტრონული კომერციის სერვისის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

 
 

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

Community - JomSocial Facebook Likebox

თქვენ ხართ აქ: Home სიახლეები თანამშრომლობა სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან