მთავარი

უფასო ელექტრონული ბაზები მეცნიერთა და მკვლევართათვის

Researchgate

Researchgate სოციალური ქსელია მეცნიერებისა და მკვლევართათვის, ნაშრომების გასაზიარებლად, კითხვების დასასმელად და მათზე პასუხების გასაცემად და კოლაბორატორთა მოსაძიებლად.

Researchgate დაფუძნდა 2008 წელს ბოსტონში, თავდაპირველად, ძალიან მცირე ფუნქციებით დაიწყო მუშაობა და ეფუძნებოდა მეცნიერთა თანამონაწილეობას. 2012 წლის მონაცემებით საიტს 2,6 მილიონი მომხმარებელი მეცნიერი/მკვლევარი ყავს. იმას, რომ სისტემა პერსპექტიული და მდგრადად განვითარებადია, მოწმობს ფაქტი, რომ  სხვადასხვა ინვესტორებმა მათ შორის ბილ გეიტსმაც მასში 35 მილიონი $ ჩადეს.

მისი მომხმარებლების უმეტესი ნაწილი მედიცინისა და ბიოლოგიის დარგში მოღვაწეობს აგრეთვე მრავლად არიან ინჟინერიის, სოფლის მეურნეობისა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგების მკვლევარები და მეცნიერები. მას აქვს სოციალური ქსელებისთვის დამახასიათებელი მრავალი ფუნქცია, როგორიცაა მომხმარებლის პროფილი, საჯარო და პირადი შეტყობინებები, აგრეთვე მსგავსი ინტერესების მქონე სხვა მომხმარებლების მოძიების მეთოდები . ის სხვა სოციალური ქსელებისგან იმით განსხვავდება, რომ  მხოლოდ მეცნიერებისა და მკვლევართათვის არის განკუთვნილი.  სასაუბრო სტრიქონები ფოკუსირებულია საკვლევ ინტერესებზე, ნაშრომებზე და თქვენ შეგიძლიათ გაედევნოთ საკვლევ ინტერესებს და დამატებით გახდეთ ინდივიდუალური მომხმარებლების მიმდევარი. მას აქვს ბლოგინგის შესაძლებლობა მომხმარებელთათვის, რომ დაწერონ მოკლე რევიუები რეცენზირებად სტატიებზე. Researchgate ინდექსები თვით გამოქვეყნებადი ინფორმაციაა მომხმარებლის პროფილებზე, რომ შესთავაზოს მსგავსი ინტერესების მომხმარებლებს კონტაქტი. როდესაც მომხმარებელი აქვეყნებს შეკითხვას მასზე პასუხობს ის მეცნიერი, რომლებსაც თავის პროფილში აღიშნული აქვთ , რომ ამ სფეროში რელევანტურ ექსპერტიზას ფლობენ. აგრეთვე არის პრივატული ჩეთების შესაძლებლობა, სადაც მეცნიერებს შეუძიათ გააზიარონ მონაცემები გაარედაქტირონ გაზიარებული დოკუმენტები  ან განიხილონ კონფიდენციალური თემები. მომხმარებლებმა შეიძლება მიიღონ უმაღლესი შეფასება დასმულ კითხვებზე პასუხებითა და სხვა მაჩვენებლებით, რაც მათ „სამეცნიერო რეპუტაციაზე’’ აისახება.

მომხმარებლები შეიძლება მიისწრაფოდნენ დაუმუშავებელი მონაცემებისა და წარუმატებელი ექსპერიმენტების გაზიარებისკენ.  Researchgate არ მოითხოვს ექსპერტულ შეფასებებსა და შეკრებებს. 

ჟურნალ BusinessWeek ის თანახმად  Researchgate  განვითარებად ქვეყნებში გავლენიანი ბაზაა ინოვაციების განვითარების მიმართულებით .

Academia.edu

Academia.edu სოციალური ქსელია მეცნიერთა თანამშრომლობისთვის. 2012 წლის მონაცემებით 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს, ქსელის გამოყენება შეიძლება სხვებისთვის საკუთარი სტატიების გასაზიარებლად, მათი ციტირებისთვის თვალყურის სადევნებლად და კვლევებში სიახლეების  თვალის სადევნებლად სახელებითა და საკვანძო სიტყვებით მოძიების მეშვეობით. ეს ბაზა „ღია მეცნიერებისა’’ და „ღია წვდომის’’ მოძრაობის მონაწილეა, ხელს უწყობს რა  სტატიებზე გამოხმაურებებსა და რეცენზიებს მათი შექმნის პროცესში.  თავისი კონკურენტის ResearchGate —ისგან განსხვავებით Academia.edu-ზე რეგისტრაცია შესაძლებელია დამოუკიდებელი მკვლევარის სტატუსით, მაშინაც კი თუ აღარ ხართ სტუდენტი ან აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი. ეს არის საუკეთესო საშუალება მეცნიერთათვის, რომ  თავიანთი კოლეგების ნაშრომებზე სწრაფად და მარტივად წვდომის საშუალება ჰქონდეთ. ისინი იღებენ ციფრებში გამოსახულ დადასტურებას, იმისას, რომ მათ კვლევებს ნამდვილად აქვთ მნიშვნელობა. ასევე საუკეთესო საშუალებაა საკუთარი კვლევების გასავრცელებლად სამეცნიერო და მკვლევართა წრეებში, რაც საშუალებას გაძლევთ სპეციალური ანალიტიკური საშუალებებით თვალი ადევნოთ რამდენი ადამიანი კითხულობს მას. აქ გამოქვეყნებული სტატიები გოოგლე-ს ძიებითაც ძალიან სწრაფად აისახება.

Mendeley

Mendeley  ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის მართვის უფასო პროგრამაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ კვლევითი ნაშრომები PDF  ფორმატში დაათვალიეროთ აგრეთვე აქვს წვდომა მეცნიერთა საერთაშორისო სოციალურ ქსელთან. იმისთვის, რომ პროგრამა გამოიყენოთ სოციალური ქსელის საიტზე ანგარიში უნდა შექმნათ. Mendeley-ს საბაზისო პაკეტი უფასოა თუმცა არის ფასიანი ვერსიაც  გაფართოებული კვოტებით, მასალების შენახვითა და ჯგუფების შექმნის თვალსაზრისით.

პროექტი Mendeley 2007 წელს დაარსდა ლონდონში.

შესაძლებლობები:

  • მეტამონაცემების ავტომატური ამოღება PDF დოკუმენტებიდან
  • ანგარიშთან სინქრონიზაცია
  • ჩაშენებული PDF წამკითხველი შენიშვნების გაკეთების შესაძლებლობით.
  • მთელი ბიბლიოთეკის მასშტაბით ძიება ( დოკუმენტის სახელით, ავტორით, ან საკუთარი საკვანძო სიტყვით)
  • PDF ფაილების ავტომატური მართვა (სახელის გადარქმევა მოცემული სქემის თანახმად, საქაღალდეების მონიტორინგი)
  • არასაკმარისი მეტა ინფორმაციის მოძიება Google Scholar  -ის მეშვეობით
  • ბიბლიოთეკის ნაწილის ექსპორტი BibTeX ფორმატში
  • შენატანების ამოღება ბმულების განყოფილებიდან («References»).
  • ტეგების გამოყენება დოკუმენტთა კატეგორიზაციისთვის

 სოციალური ქსელის შესაძლებლობები:

  • დოკუმენტების ნახვის სტატისტიკა
  • 2 GB სერვერული სივრცე დოკუმენტების შესანახად.
  • პროფილს შექმნა ინტერესებისა და სხვა პირადი ინფორმაციის მითითებით.
  • ჩანიშვნა, ბიბლიოთეკაში დოკუმენტების ავტომატური იმპორტირებისთვის   CiteSeer, CiteULike, Google Scholar, arXiv.org, PubMed და სხვა საიტებიდან.

 

e- უნივერსიტეტი


ელექტრონული უნივერსიტეტი

Innovative Systems Management-ის საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ვებბრენდინგი


ვებბრენდინგის სერვისი

ISM-ის მიერ შემოთავაზებული ვებბრენდინგის სერვისის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

კონსულტირება


კონსულტირების სერვისი

ISM-ის მიერ შემოთავაზებული კონსულტირების სერვისის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

ელკომერცია


ელკომერცია

ISM-ის მიერ შემოთავაზებული ელექტრონული კომერციის სერვისის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

 
 

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

Community - JomSocial Facebook Likebox

თქვენ ხართ აქ: Home სიახლეები უფასო ელექტრონული ბაზები მეცნიერთა და მკვლევართათვის