მთავარი

პროექტის დიზაინი

მიზანი

ტრენინგის მიზანია ბენეფიციარს განუვითაროს ძირითადი უნარები, რომლებიც აუცილებელია პროექტის დამოუკიდებად დაგეგმვისთვის: იდეის გენერირება, პროექტის დიზაინირება, მონიტორინგისა და შეფასების მექანიზმების იდენტიფიცირება და ა. შ.

კომპეტენციები 

  • "პროექტისა" და "პროექტული მიდგომის" საბაზისო გააზრებული ცოდნა 
  • პრობლემების ანალიზის საბაზისო უნარი 
  • მიზნების ანალიზის საბაზისო უნარი 
  • ჩართული მხარეების ანალიზის საბაზისო უნარი 
  • ლოგიკური ჩარჩოს მეთოდოლოგიის გამოყენების უნარი 
  • პროექტის სტრუქტურისა და შინაარსის შემუშავების უნარი 
  • აქტივობების, რესურსებისა და ბიუჯეტის დაგეგმვის საბაზისო უნარი 
  • განხორციელების, მონიტორინგისა და რაპორტინგის პროცესების საბაზისო ცოდნა 

 მასალები 

ტრენინგის შედეგად მონაწილეები შექმნიან შემდეგ რესურსებს: 

  • პრობლემების ხე 
  • მიზნების ხე 
  • ჩართული მხარეების ანალიზი 
  • პროექტის მონახაზი 

  ტრენინგის ფორმატი 

პროექტის დიზაინის კურსი მოიცავს ორ ძირითად კომპონენტს: 

  • პირისპირ ტრენინგი 
  • ელკურსი 


პირისპირ ტრენინგი 

თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარების მიზნით ტრენერებისა და ასისტენტების დახმარებით ხდება კონკრეტული რესურსების მომზადება, პრეზენტაციების, და საბოლოოდ პროექტის სახით. 

  • მინი - ლექციები - ტრენერები წარმოადგენენ კონკრეტული თემის ძირითადი საკითხების პრეზენტაციებს. 
  • დისკუსია - ტრენერები ჯგუფთან ერთად ერთვებიან წარმოდგენილი საკითხების გარშემო დისკუსიაში. 
  • აქტივობები - ლექცია - სემინარის განმავლობაში მზადდება მცირე დავალებები როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური მუშაობისთვის. აქვე ხდება ტრენინგის დროს შესრულებულ სამუშაოს ან / და დამოუკიდებლად შესრულებული დავალებების - პრეზენტაცია - განხილვა. 

ელკურსი 

ელკურსი აგებულია სილაბუსის მიხედვით. მოცემულია ყველა საჭირო სასწავლო რესურსი (საკითხავი მასალა, პრეზენტაციები, ვიდეოლექციები, ინსტრუქციები და ა.შ.) ელექტრონული სახით. მონაწილეები ამზადებენ დავალებებს და ტვირთავენ ვირტუალურ სასწავლო გარემოში. ვირტუალურ სასწავლო გარემოში შესაძლებელია ონლაინ დისკუსიების ფორუმისა და ჩეთის მოდულების გამოყენებით.

ტრენინგის შინაარსი - ძირითადი თემები

  • "პროექტისა" და "პროექტული მიდგომის" არსი
  • ჩართული მხარეების ანალიზი
  • სამიზნე ჯგუფის ანალიზი
  • პრობლემების ანალიზი
  • მიზნების ანალიზი
  • ლოგიკური ჩარჩოს მეთოდოლოგია
  • პროექტის სტრუქტურა და შინაარსი
  • განხორციელების პროცესი
  • მონიტორინგის მექანიზმები
  • შეფასების მექანიზმები

 

 

e- უნივერსიტეტი


ელექტრონული უნივერსიტეტი

Innovative Systems Management-ის საუნივერსიტეტო სერვისების შესახებ ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.

ვებბრენდინგი


ვებბრენდინგის სერვისი

ISM-ის მიერ შემოთავაზებული ვებბრენდინგის სერვისის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

კონსულტირება


კონსულტირების სერვისი

ISM-ის მიერ შემოთავაზებული კონსულტირების სერვისის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

ელკომერცია


ელკომერცია

ISM-ის მიერ შემოთავაზებული ელექტრონული კომერციის სერვისის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

 
 

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

Community - JomSocial Facebook Likebox

თქვენ ხართ აქ: Home slideshow პროექტის დიზაინი