გამოცდილება

 

შპს Innovative Systems Management პარტნიორებთან ერთად ახორციელებს სტრატეგიული დაგეგმვის, პროექტის დიზაინირების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების დანერგვის პროექტებს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ჩვენ ვიკვლევთ, ვავითარებთ, ვნერგავთ საინფორმაციო ტექნოლოგიების სტანდარტებს და ინოვაციურ სისტემებს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (განათლება, კულტურა, ბიზნესი, სამთავრებო და სამოქალაქო სექტორი), უზრუნველვყოფთ მათ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას. ამგვარად, ხელს ვუწყობთ ეფექტური და კოლაბორაციული გარემოს შექმნას პარტნიორ ინსტიტუციებსა და ორგანიზაციებში.

პრიორიტეტული მიმართულებებია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში სტრატეგიული დაგეგმვა, პროექტული მართვა, ინტელექტუალური მართვის სისტემების ინტეგრაცია.

კომპანიას წარმატებით აქვს განხორციელებული და ამჟამადაც ახორციელებს გრძელვადიან პროექტებს გლობალურ ტექნოლოგიურ კომპანიებთან (Google, Microsoft, Intel), თანამშრომლობს სამინისტროებთან (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სხვ.) და სააგენტოებთან (შემოსავლების სამსახური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცნეტრი), უმაღლეს სასწავლებლებთან (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია), ბიბლიოთეკებთან, გამომცემლობებთან (გამომცემლობა „სიესტა“), კერძო კომპანიებთან, კვლევით ცენტრებთან (გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვლის კვლევის ეროვნული ცენტრი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი), არასამთავრობო ორგანიზაციებთან (კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება), საერთაშორისო ორგანიზაციებთან (World Vision-ის საქართველოს ფილიალი, რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი - EBRD).

ჩვენი ხედვა ითვალისწინებს სისტემურ მიდგომას - ინსტიტუციის მისიის, ორგანიზაციული პროცესების, ადამიანური რესურსებისა და ტექნოლოგიური გარემოს მთლიანობას. მოქნილ კომბინაციას ინ- და აუთსორსინგ მიდგომების - პროფილის შესაბამისად ადგილზე საჭირო კომპეტენციების განვითარება და „მეორადი” არაპროფილური პროცესების გატანა. ასევე, პროცესების იმგვარი დაგეგმვა, რომელიც საქმიანობისას საშუალებას იძლევა როგორც მაღალი ინოვაციურობისა და თავისუფლების (პროექტული მართვა), ასევე, მათ უწყვეტად ხარისხის განვითარებას (SOP, ტრენინგებისა და შესაბამისი თვითგანვითარების მექანიზმების გზით).

ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება მრავალფეროვანია და მოიცავს:

  • ინსტიტუციის ცოდნის ორგანიზაციად ტრანფორმაციის სტრატეგიული დაგეგმვა (ამ მიმართულებით ადგილზე კომპეტენციების განვითარების/ტრენიგები და დოკუმენტის შემუშავებისას კონსულტაციების გზით);

  • სტრატეგიის საფუძველზე ქვესტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმის (AP) შემუშავება;

  • ინსტიტუციაში არსებული ცოდნის/გამოცდილების შენახვისა და გაზიარების მექანიზმების განვითარება და შესაბამისი სისტემების დანერგვა;

  • პროექტულ მართვაზე გადასვლაში მხარდაჭერა (პერსონალის ტრენინგი და ტრანსფორმაციის გეგმის შემუშავება);

  • ორგანიზაციაში პროცესების ხარისხის განვითარების მიზნით  არსებული ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაცია/განვიტარება ახალი საჭიროებების მიმართულებით და მათი სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებად (SOP) გაწერა;

  • ახალი მიდგომების შესაბამისად ინფორმაციული სოლუშენის ტექნიკური დავალების განვითარება, ტექნიკური იმპლემენტაციაში მხარდაჭერა (ტრენინგები, გაიდები).

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

თქვენ ხართ აქ: Home ჩვენ შესახებ გამოცდილება