ცირკულაციის მოდული

ცირკულაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვენტარიზაციის მართვაში. ცირკილაციის ფაილში ინახება მონაცემები ბიბლიოთეკის ფონდის ბრუნვის შესახებ, სადაც მთავარ როლს თამაშობს რამდენიმე ტიპის მონაცემი. მაგ: ერთეულის იდენტიფიცირების მონაცემი, ბარკოდი, გატანის ადგილი/დრო, მომხმარებლის ბარკოდი; გაერთიანებულ საბიბლიოთეკო სისტემას შეუძლია პერიოდულად გადაამოწმოს ცირკულაციის ფაილის სტატუსი, მოახდინოს იმ ერთეულების იდენტიფიცირება, რომლებიც დაგვიანებული ან ვადაგასულია, ზოგიერთი სისტემა იყენებს მინიშნებას, რომ ეს “ერთეული დასაბრუნებელია”, ან მომხმარებლის მონაცემზე არის დროშა, სანამ ერთეული არ დაბრუნდება, ან თვითონ ერთეულის მონაცემზე არის დროშა, რომელიც მიანიშნებს, რომ ის დასაბრუნებელია. ორგანიზაცია იწყებს ასეთი ერთეულების დაბრუნებაზე ზრუნვას და მათ დაბრუნების შემთხვევაში შლის მას  მომხმარებლის ანგარიშიდან. ზოგიერთი სისტემა ამას აკეთებს ავტომატურად და დროშის გვერდით ჩნდება წარწერა “ დაბრუნებულია”.

 

 ცირკულაციის სხვა მნიშვნელოვანი მიზანია შეკვეთების განხორციელება და მართვა. სისტემის ძირითადი ფუნქციონალობა მდგომარეობს შემდეგში: ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ შემუშავებული საერთაშორისო საბიბლიოთეკო სტანდარტ MARC21-ის მხარდაჭერა; ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების ექსპორტის ფუნქცია (აშშ კონგრესის ბიბლიოთეკა, ბრიტანული ბიბლიოთეკა, კანადის, ამერიკის, ევროპის ბიბლიოთეკები, ოქსფორდი და სხვა წამყვანი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკები...)*; სისტემის სტაბილური განვითარება და ახალი შესაძლებლობით აღჭურვა; მოცემულ პროგრამაზე მომუშავე ბიბლიოთეკის ფართო ქსელი; ინფორმაციის უსაფრთხოების გარანტირებული დაცვა; მოხერხებული ვებ-ინტერფეისი სტანდარტული და გაფართოებული ძებნის შესაძლებლობებით; მომხმარებლის მხრიდან სისტემის მომსახურების მინიმალური ინფრასტრუქტურული (სერვერი, სერვერის მოვლა)  ხარჯები: სისტემა იყენებს ღრუბლოვან (Cloud) ტექნოლოგიას. 

 
 

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

თქვენ ხართ აქ: Home სერვისები საბიბლიოთეკო სერვისები ცირკულაციის მოდული