ონლაინ კატალოგის OPAC მოდული


OPAC (Online Public Access Catalog) - საჯარო ელექტრონული კატალოგი – არის ყველაზე ცნობილი ILS–ს მოდულებიდან და არის ყველაზე გამოყენებადი სისტემა, თავისი მიზაინიდან გამომდინარე. Charles Hildreth აცხადებს:“ მხოლოდ OPAC–ი არის პირველი ძირითადი მონაპოვარი, რომელსაც მიაქვს ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის პროცესის სარგებლობა პირდაპირ მომხმარებლამდე”, რაც გულისხმობს გაფართოებულ წვდომას ბიბლიოთეკის კოლექციებზე, მათ ორგანიზებას და ბიბლიოგრაფიული მონაცემების ეფექტურ გამოყენებას. OPAC–ი წლების განმავლობაში იკვლევს სისტემის დიზაინის ფოკუს–ჯგუფებს. სისტემის დიზაინის გამოცდა ხდება ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლისას. ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ონლაინ-კატალოგის (OPAC) სერვისი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტის - MARC21 მხარდაჭერა; 
  • წარმოადგენს კონსორციული ტიპის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ნაწილს;
  • გააჩნია კატალოგირების ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა ერთ სისტემაში გააერთიანოს საუნივერსიტეტო და სპეციალური ბიბლიოთეკების, წიგნადი ფონდისა და ელექტრონული რესურსების ბიბლიოგრაფიული ჩანაწერები;
  • შიდა საუნივერსიტეტო ბიბლიოგრაფიული მონაცემების გარდა, შეიცავს და მოცემული მომენტისათვის ერთი საძიებო სისტემის ფარგლებში იძებნებაბიბლიოგრაფიული ჩანაწერები: გლობალური ღია ელექტრონულ ბიბლიოთეკებიდან (მაგ. Project Gutenberg);
  •  უზრუნველყოფილია საბიბლიოთეკო ინფორმაციის უსაფრთხოების და საიმედოობის დაცვის მაღალი დონე;
  • უნივერსიტეტის მხრიდან მოითხოვს მინიმალურ ინფრასტრუქტურული ხარჯებს, ვინაიდან გამოყენებულია ღრუბლოვანი (Cloud) ტექნოლოგია.

OPAC-ის ძირითადი ინტერფეისი

კატალოგერის მოდული - მოცემული მოდულის დახმარებით სრულდება სისტემის სხვადასხვა ტიპის ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში შეტანა/რედაქტირება/ამოშლა. მნიშვნელოვანია მონაცემების გადმოწერის ფუნქციის არსებობა (Z39.50), MARC21 იმპორტ/ექსპორტი, უნიკოდის მხრდაჭერა. ძიების ინტერფეისი (მკითხველის მხარე) - მოდულის დახმარებით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ დააკონფიგურიროს მისთვის სასურველი ძიების პარამეტრები, შემდეგი მონაცემების მიხედვით: 

  • ბიბლიოთეკა - მოიძიოს მისთვის საინტერესო წიგნი, როგორც  გაერთიანებულ/ინტერინსტიტუციურ, ასევე ცალკეული უნივერსიტეტის, საფაკულტეტო ან სპეციალიზებული ბიბლიოთეკების ინტეგრირებულ კატალოგებში;
  • ავტორი, დასახელება, თემა, სერია, ფორმატი;
  • ასევე გაფართოებული ძებნის ფუნქციის გამოყენებიით სხვა საბიბლიოთეკო პარამეტრების მიხედვით (ერთეულის ფორმა, ერთეულის ტიპი,  ლიტერატურული ფორმა, ენა, აუდიტორია, ბიბლიოგრაფიის დონე, გამოცემისწელი, ISBN, ველი/თეგი, ქვეველი და ა.შ.). 

სისტემა ახდენს დახარისხებას შესაბამისობებისა და სხვადასხვა ნიშნების მიხედვით; მოდული შეიცავს ენების მიხედვით არჩევის ფუნქციას (მათ შორის ქართული,  ინგლისური); სერვისების გაფართოების შემთხვევაში, სისტემა ასევე შეიცავს სისტემაში ავტორიზაციისა და საკუთარ ანგარიშზე შესვლის შესაძლბლობას და უნზრუნველყოფილია სრული სინქრონიზაცია ცირკულაციის მოდულთან (მისი ფუნქციონირების შემთხვევაში). ძიების შედეგების გამოტანის დროს შესაძლებელია სასურველი შედეგის შერჩევა, ზემოთ აღწერილი ფილტრების მიხედვით. სასურველი ჩანაწერის გამოტანის ფანჯარა შეიცავს სულ ცოტა შემდეგ ჯგუფებს: მოკლე ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, მარკის სრული ჩანაწერი, ვირტუალური თარო („მონათესავე“ ერთეულების ჩვენებით). ასევე, თემატური და სხვა პარამეტრების თეგები და ავტომატური სინქრონიზაცია Google Books პორტალთან-შესაბამისი მონაცემების ავტომატური გამოტანის შესაძლებლობით.ამავე ფანჯარაში ჩანს ინფორმაცია წიგნის რაოდეობის, მდებარეობის, სტატუსის შესახებ; შესაძლებელია სისტემაში ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შაბლონის თავისუფალი მოდიფიკაცია. შესაძლებელია ძიების ფანჯარის ინტერფეისზე საუნივერსიტეტო გერბის განთავსება.

 

 
 

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

თქვენ ხართ აქ: Home სერვისები საბიბლიოთეკო სერვისები ონლაინ კატალოგის OPAC მოდული