ინტერგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა

ტერმინთა განმარტება 

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა Integrated Library System ILS- ბიბლიოთეკებში ხშირად გამოიყენება ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა  (ისს) , რომელიც მეტია ვიდრე უბრალოდ ელექტრონული კატალოგი (OPAC). ისს  არის გაერთიანებული მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს რამოდენიმე მოდულს, რათა შეასრულოს სხვადასხვა ფუნქციები. მისი მიზანია ხუთი ან ექვსი დამოუკიდებელი მონაცემთა ბაზის ინტეგრირება ერთ მთლიანობად. ისს ცნობილია, როგორც ინტეგრირებული საბიბლიოთეკო მენეჯმენტის სისტემა - Library Management System LMS, უფრო ხშირად კი საბიბლიოთეკო ჰაუსქიფინგის სისტემა, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში. ფუნქციები  სასუკეთესო დადებითი მხარეები არის: ინფორმაციის გაცვალა სხვადასხვა მოდულებს შორის, მონაცემთა დუბლირების შემცირება. ILS–ს შეიძლება ქონდეს  კატალოგიზაციის, ცირკულაციის, ციფრული მასალის მართვის, ფონდების  მენეჯმენტის, ბიბლიოთეკათაშორისი აბონიმენტის, OPAC–ის და სისტემური მართვის მოდულები. 

 

ისტორია 

პირველი ავტომატიზებული საბიბლიოთეკო სისტემები შეიქმნა 1970-იან წლებში. თავდაპირველად ეს იყო კომერციული წარმოების პროდუქცია turnkey system. ეს არის კომპიუტერული სისტემა, რომელიც მორგებულია ყველა სახის პროგრამული. უზრუნველყოფის საჭიროებასთან. ამ პროდუქციის წარმოება ხშირად ხდებოდა კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად, მაგ. ცირკულაციისთვის. მას შემდეგ რაც,  მეტი გამყიდველი გამოჩნდა ბიბლოთეკის ავტომატიზაციის ბიზნესში, დამატებითი მოდულები ემატებოდა, რომ გაზრდილიყო სისტემის ფუნქციური მახასიათებლები.  მრავალმა სისტემამ კრახი განიცადა, მაგრამ 1980იან წლებში დაიწყო ახალი თაობის ელექტრონული კატალოგების წარმოება, რომლებსაც ქონდათ გაცილებით დიდი  შესაძლებლობები. უკანასკნელ წლებში, ზოგიერთი გამყიდველი ფოკუსირებულია, მხოლოდ კონკრეტული ტიპის ბიბლიოთეკებზე, და აწარმოებს მხოლოდ გარკვეული საჭიროების სისტემებს. ძველი სისტემები ძირითადად შეიქმნა შიდა მოხმარებისთვის, მაგრამ მეოცე საუკუნის ბოლოს, ამ სისტემების უმრავლესობა ჩაანაცვლა კომერციულად განვითარებულმა სისტემებმა. კონგრესის ბიბლიოთეკა იყო, ერთ–ერთი უკანასკნელი სადაც იგივე განმეორდა, როდესაც მან ძველი შიდა კომპიუტერული სისტემა, რომელსაც იყენებდა დაახლოებით 30 წელი, ჩაანაცვლა ახალი კომერციული სისტემით Voyager–ით. (EX LIbraries პროდუქტი). ძირითადი მიზეზი, რის გამოც კონგრესის ბიბლიოთეკა ახალ სისტემაზე გადავიდა იყო ის, რომ ამ სისტემით მას საშუალება ეძლეოდა სხვადასხვა მოდულების მონაცემებზე წვდომა განეხორციელებინა ერთი ფანჯრის პრონციპით. უკანასკელ წლებში, მზარდმა ინტერესმა ღია ინტერნეტ წყაროებზე, მიგვიყვანა ILS–ს რამოდენიმე სიცოცხლისუნარიანი ღია–წყაროების განვითარებამდე. მაგ. Evergreen.  კომერციულ პროდუქტებთან შედარებით ILS–ს საბაზრო წილში, ღია წყაროების  რიცხვი ჯერ კიდევ ცოტაა, მაგრამ მიიჩნევა, რომ უახლოეს წლებში ბაზარზე მოთხოვნა მოიმატებს და მისი საბაზრო წილიც შესაბამისად გაიზრდება. 1990 წელს, იყო დაახლოებით 40 კომპანია რომელიც აწარმოებდა ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის პროგრამებს. 2008 წელს კი მხოლოდ ნახევარიღაა დარჩენილი იმავე ბიზნესში, რაც გამოიწვია კომპანიების გაერთიანებამ.

 

 
 

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

თქვენ ხართ აქ: Home სერვისები საბიბლიოთეკო სერვისები ინტერგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა