ავტორიტეტული ჩანაწერის ძირითადი ერთეული არის ჰედინგი (თავსათაური). ჰედინგი შეიძლება იყოს: სახელი, სათაური, საგნობრივი რუბრიკების ტერმინები, საგნობრივი ქვედაყოფა და დაყოფის  საფუძვლები; ანუ ნებისმიერი სიტყვა ან ფრაზა, რომლის ავტორიტეტული ფორმის ავტორიტეტული მონაცემთა ბაზის ზომა შესაძლოა განსხვავდებოდეს ბიბლიოთეკის ტიპისაგან.

მაგ: საჯარო ბიბლიოთეკას აქვს ფართო პროზაული კოლექციები, სადაც შესაძლოა იყოს უფრო მცირე რაოდენობის ავტორიტეტული ჩანაწერი. ყველა ბიბლიოთეკას შეუძლია ქონდეს პროგრამა რომელიც ავტომატურად აღიქვამს განახლებულ ავტორიტეტულ ჩანაწერს, როცა ავტორიტეტული ჰედინგი იცვლება და ამატებს კონგრესის ბიბიოთეკას ან სხვას. ბიბლიოთეკას ასევე შეუძლია გამოიკვლიოს სხვა ალტერნატივები ძიების მოთხოვნების განვითარებისთვის, თავიანთი მომხმარებლის გამოყენებით, რათა მათ შეძლონ დაამატონ ჯვარედინი მითითებით თავიანთ ავტორიტეტულ ფაილს. სინამდვილეში ბევრ ბიბლიოთეკას აქვს დამატებული ჯვარედინი მითითებები. ისინი იმახსოვრებენ მომხმარებლის მიერ დაშვებულ ორთოგრაფიულ შეცდომებს რათა გააუმჯობესონ OPAC-ის მომხმარებლის წარმატების წილი.თვისაც შეიძლება გაკეთდეს ჩანაწერი. პატარა ბიბლიოთეკებში ბიბლიოგრაფიულ და ატორიტეტული ჩანაწერების მონაცემთა ბაზას შორის არის ძირითადად ერთნაირი თანაფარდობა. მაშინ როცა ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის მონაცემთა ბაზის მოცულობის გაზრდისას შესაძლოა შემცირდეს ავტორიტეტული საკონტროლო ჩანაწერის მონაცემთა ბაზის მოცულობა. ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების მონაცემთა ბაზა შედგება მილიონობით მარკის ჩანაწეისაგან, რომელიც შესაძლოა დაკავშირებილი იყოს 650.000 ავტორიტეტულ საკონტროლო ჩანაწერთან.

 

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემისთვის მთავარია მონაცემთა ბაზის დიზაინის  აწყობა. რომელიც შედგება: ბიბლიოგრაფიული, ტომის და ერთეულის ჩანაწერისაგან. ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი შეიცავს ბიბლიოთეკის კოლექციაში არსებული ერთეულის აღმწერ მონაცემებს.

ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის ორი ნაწილი:

● ბიბლიოგრაფიული აღწერა: შეიცავს ერთეულის აღწერას.

● წვდომის წერტილები: შედგება ძირითადი შენატანისგან და დამატებითი შენატანისგან და ასევე საგნობრივი რუბრიკებისგან.

Read more: მონაცემთა ბაზის დიზაინი

Z 39.50 კომუნიკაციის პროტოკოლო არის ეროვნული სტანდარტი, რომელიცშეიმუშავა NISO-მ (National Information Standards Organization - ეროვნულიინფორმაციული სტნდარტების ორგანიზაცია). თავდაპირველად ეს სტანდარტი იყომცდელობა სხვადასხვა საბიბლიოთეკო სისტემებს შორის კომუნიკაციისა დაბიბლიოგრაფიული ინფორმაციის გაცვლის. პროტოკოლი ადგენს თუ როგორშეუძლია ერთ კომპიუტერს (კლიენტს) მოთხოვნის წამოყენება მეორეკომპიუტერისთვის  სერვერისთვის) და იმას, თუ როგორ უნდა გადასცეს ძიებისშედეგები ერთიდან მეორეს. სტანდარტი მოიცავს სამ კომპონენტს:

1. ინფორმაციის მიღების აქტივობების აბსტრაქტულ მოდელს;

2. ენას, რომლიც გულისხმობს სინტაქსს და სემანტიკას ინფორმაციისმისაღებად;

3. მითითებებს იმის თაობაზე, რომ მოხდეს ძიების საკითხისა და მიღებულიშედეგის დაშიფვრა ქსელში გადასაცემად.

 

Read more: Z39.50 მონაცემების მიგრაცია

ცირკულაციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინვენტარიზაციის მართვაში. ცირკილაციის ფაილში ინახება მონაცემები ბიბლიოთეკის ფონდის ბრუნვის შესახებ, სადაც მთავარ როლს თამაშობს რამდენიმე ტიპის მონაცემი. მაგ: ერთეულის იდენტიფიცირების მონაცემი, ბარკოდი, გატანის ადგილი/დრო, მომხმარებლის ბარკოდი; გაერთიანებულ საბიბლიოთეკო სისტემას შეუძლია პერიოდულად გადაამოწმოს ცირკულაციის ფაილის სტატუსი, მოახდინოს იმ ერთეულების იდენტიფიცირება, რომლებიც დაგვიანებული ან ვადაგასულია, ზოგიერთი სისტემა იყენებს მინიშნებას, რომ ეს “ერთეული დასაბრუნებელია”, ან მომხმარებლის მონაცემზე არის დროშა, სანამ ერთეული არ დაბრუნდება, ან თვითონ ერთეულის მონაცემზე არის დროშა, რომელიც მიანიშნებს, რომ ის დასაბრუნებელია. ორგანიზაცია იწყებს ასეთი ერთეულების დაბრუნებაზე ზრუნვას და მათ დაბრუნების შემთხვევაში შლის მას  მომხმარებლის ანგარიშიდან. ზოგიერთი სისტემა ამას აკეთებს ავტომატურად და დროშის გვერდით ჩნდება წარწერა “ დაბრუნებულია”.

Read more: ცირკულაციის მოდული


OPAC (Online Public Access Catalog) - საჯარო ელექტრონული კატალოგი – არის ყველაზე ცნობილი ILS–ს მოდულებიდან და არის ყველაზე გამოყენებადი სისტემა, თავისი მიზაინიდან გამომდინარე. Charles Hildreth აცხადებს:“ მხოლოდ OPAC–ი არის პირველი ძირითადი მონაპოვარი, რომელსაც მიაქვს ბიბლიოთეკის ავტომატიზაციის პროცესის სარგებლობა პირდაპირ მომხმარებლამდე”, რაც გულისხმობს გაფართოებულ წვდომას ბიბლიოთეკის კოლექციებზე, მათ ორგანიზებას და ბიბლიოგრაფიული მონაცემების ეფექტურ გამოყენებას. OPAC–ი წლების განმავლობაში იკვლევს სისტემის დიზაინის ფოკუს–ჯგუფებს. სისტემის დიზაინის გამოცდა ხდება ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლისას. ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ონლაინ-კატალოგის (OPAC) სერვისი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტის - MARC21 მხარდაჭერა; 
  • წარმოადგენს კონსორციული ტიპის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ნაწილს;
  • გააჩნია კატალოგირების ფუნქცია, რომელიც საშუალებას იძლევა ერთ სისტემაში გააერთიანოს საუნივერსიტეტო და სპეციალური ბიბლიოთეკების, წიგნადი ფონდისა და ელექტრონული რესურსების ბიბლიოგრაფიული ჩანაწერები;
  • შიდა საუნივერსიტეტო ბიბლიოგრაფიული მონაცემების გარდა, შეიცავს და მოცემული მომენტისათვის ერთი საძიებო სისტემის ფარგლებში იძებნებაბიბლიოგრაფიული ჩანაწერები: გლობალური ღია ელექტრონულ ბიბლიოთეკებიდან (მაგ. Project Gutenberg);
  •  უზრუნველყოფილია საბიბლიოთეკო ინფორმაციის უსაფრთხოების და საიმედოობის დაცვის მაღალი დონე;
  • უნივერსიტეტის მხრიდან მოითხოვს მინიმალურ ინფრასტრუქტურული ხარჯებს, ვინაიდან გამოყენებულია ღრუბლოვანი (Cloud) ტექნოლოგია.
  • Read more: ონლაინ კატალოგის OPAC მოდული

ტერმინთა განმარტება 

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა Integrated Library System ILS- ბიბლიოთეკებში ხშირად გამოიყენება ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა  (ისს) , რომელიც მეტია ვიდრე უბრალოდ ელექტრონული კატალოგი (OPAC). ისს  არის გაერთიანებული მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს რამოდენიმე მოდულს, რათა შეასრულოს სხვადასხვა ფუნქციები. მისი მიზანია ხუთი ან ექვსი დამოუკიდებელი მონაცემთა ბაზის ინტეგრირება ერთ მთლიანობად. ისს ცნობილია, როგორც ინტეგრირებული საბიბლიოთეკო მენეჯმენტის სისტემა - Library Management System LMS, უფრო ხშირად კი საბიბლიოთეკო ჰაუსქიფინგის სისტემა, განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში. ფუნქციები  სასუკეთესო დადებითი მხარეები არის: ინფორმაციის გაცვალა სხვადასხვა მოდულებს შორის, მონაცემთა დუბლირების შემცირება. ILS–ს შეიძლება ქონდეს  კატალოგიზაციის, ცირკულაციის, ციფრული მასალის მართვის, ფონდების  მენეჯმენტის, ბიბლიოთეკათაშორისი აბონიმენტის, OPAC–ის და სისტემური მართვის მოდულები. 

 

Read more: ინტერგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა

 
 

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

თქვენ ხართ აქ: Home სერვისები საბიბლიოთეკო სერვისები