ელ. სწავლების მნიშვნელობა

მსოფლიოს მასშტაბით მრავალი  ორგანიზაცია და ინსტიტუცია იყენებს ელ-სწავლებას რადგან ის შეიძლება იყოს ისეთივე ეფექტური, როგორც ტრადიციული სწავლება და ამავე დროს ღირდეს გაცილებით იაფი, ვინაიდან კარგად განვითარებული ელსწავლების კურსი შესაძლოა ბევრჯერ განხორციელდეს სხვადასხვა მოსწავლეებისთვის ერთი და იგივე მასალის გამოყენებით. 

ამავე დროს, კურსის ცალკეული კომპონენტები (დანაყოფები, გაკვეთილები და მედია ელემენტები, როგორიცაა გრაფიკა და ანიმაციები) შესაძლებელია სხვადასხვა კონტექსტში იყოს გამოყენებული, რაც ზოგავს ორგანიზაციის ფინანსურ, დროისა და ადამიანურ რესურსებს.

ელ. სწავლება დაფუძნებულია სასწავლო პლატფორმაზე, რომელიც  ჩვეულებრივ მოიხსენიება როგორ ცოდნის მართვის სისტემა ან სწავლის ქონთენთის მენეჯმენტის სისტემა.   სასწავლო პლატფორმები  განსხვავდებიან კომპლექსურობის მიხედვით, მაგრამ მიუხედავად განსხვავებებისა, მაინც ბევრი საერთო ფუნქციები აქვთ:

სწავლის ქონთენთის მართვა: შექმნა, შენახვა, რესურსებზე წვდომა 

კურიკულუმის მეფინგი და დაგეგმვა: გაკვეთილის დაგეგმვა, პერსონალიზებული სწავლის გზები, შეფასება;

მოსწავლის ჩართვა და მართვა: მოსწავლის შესახებ ინფორმაცია, მისი პროგრესისთვის თვალყურის მიდევნება

ინსტრუმენტები და სერვისები: ფორუმები, შეტყობინებების სისტემა, ბლოგები, ჯგუფური დისკუსიები. 

ელსწავლება კარგი ვარიანტია, როდესაც…..

  • არსებობს შინაარსის სოლიდარული რაოდენობა იმისათვის რომ გადავცეთ მოსწავლეების დიდ ჯგუფს,
  • მოსწავლეები არიან გეოგრაფიულად გაფანტულები,
  • მოსწავლეებს აქვთ შეზღუდული მობილობა,
  • მოსწავლეებს აქვთ შეზღუდული დრო რომელიც უნდა მიუძღვნან სწავლებას,
  • მოსწავლეებს არ გააჩნიათ ეფექტური მოსმენისა და კითხვის უნარი,
  • მოსწავლეებს აქვთ სულ ცოტა კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობის მინიმალური საბაზისო უნარი,
  • მოსწავლეებს მოეთხოვებათ განივითარონ ერთგვაროვანი ძირითადი ცოდნა თემასთან დაკავშირებით,
  • მოსწავლეებს აქთ მაღალი მოტივაცია ისწავლონ და შეაფასონ სწავლების პროცესი საკუთარი ტემპით,
  • როდესაც შინაარსი გამოიყენება მომავალი კურსებისთვისაც, ანუ როდესაც არ ან თითქმის არ იცვლება,
  • როდესაც ტრენინგის მიზანია რომ განავითაროს უფრო კოგნიტური უნარები ვიდრე მოტორიკული,
  • როდესაც კურსი მიმართულია უფრო გრძელვადიან საჭიროებებზე ვიდრე მოკლევადიანი,
  • საჭიროება მოითხოვს მონაცემების შეგროვებასა და თვალყურის დევნებას.

ელ-სწავლების მიდგომები

1. სწავლება დამოუკიდებლად - გულისხმობს აბსოლიტურ დამოუკიდებლობას და თვითმენეჯმენტს.

აგვარი ტიპის სწავლებს უწოდებენ ვებზე დაფუძნებულ ტრენინგს. აქ საჭირო არ არის  მოსწავლეების დაგეგმვა,მენეჯმენტი და თვალყურის დევნება. მსურველს ნებისმიერ დროს აქვს კურსზე წვდომის შესაძლებლობა. კურსის კონტენტი ვითარდება ტექსტის, გრაფიკის, ვიდეოსა და აუდიოს მეშვეობით. მოსწავლეები მაქსიმალურად თვითკმარნი არიან რესურსებისა და აქტივობების მრავალფეროვნებიდან და ამომწურავობიდან გამომდინარე. უკუკავშირი ხორციელდება ელ.ფოსტის, ტუტორიალების ან ტექ. მხარდსაჭერის მეშვეობით.

2. სწავლება ფასილიტატორის/ინსტრუქტორის ზედამხედველბით - ამ დროს მოსწავლეებს აქვთ ტრენერების მხარდაჭერა.

სწავლების ამ მოდელში  არის ხაზოვანი კურიკულუმი აერთიანებს კურსის შინაარს და აქტივობებს გარკვეული ქრონოლოგიიური  კურსის ან სილაბუსის მიხედვით . კურსი ჩასმულია განრიგში, რომელსაც აკონტროლებენ ფასილიტატორი ან ზედამხედველი. ინდივიდუალური-დამოუკიდებელი კურსიც შესაძლოა ინტეგრირებული იყოს ინსტრუქტორთან, ლექციებთან, სემინარებთა, ინდივიდუალურ და კოლაბორაციულ აქტივობებთან.

მოსწავლეები, ფასილიტატორები და ინსტრუქტორები იყენებენ კომუნიკაციის ეფექტურ საშუალებებს სწავლების პერიოდში -  ელ.ფოსტა, ფორუმები, ჩათები, ვიდეო-აუდიო კონფერენციები და სხვ. ეს მეთოდში ბოლო ნაბიჯი არის სავარჯიშო ან შესაფასებელი ტესტი რომელსაც მოსწავლე ინსტრუქტორის დავალებით ასრულებს და ირებს მისგან შესაბამის შეფასებას.

ხშირად გვხვდება კურსები რომლების თავის თავში აერთიანებენ ორივე მიდგომას. 

ელსწავლების აქტივობების ტიპები 

სინქრონული მოვლენები რეალურ დროში ხდება. სინქრონული კომუნიკაცია ორ ადამიანს შორის ითხოვს ორივეს დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეხვედრას. სინქრონული აქტივობების მაგალითებია ჩეთით კომუნიკაცია ან აუდიო/ვიდეო კონფერენცია. 

ასინქრონული მოვლენები დროზე დამოკიდებული არ არის. თვით მართვადი კურსი არის ასინქრონული სწავლის მაგალითი, რადგან ონლაინ სწავლა ხორციელდება ნებისმიერ დროს. ელფოსტა ან სადისკუსიო ფორუმები ასინქრონუი საკომუნიკაციო ინსტრუმენტების მაგალითებია. 

სინქრონული 

- ჩეთი და IM                                            

- ვიდეო და აუდიო კონფერენცია 

- Live ვებ-მაუწყებლობა 

- აპლიკაციის გაზიარება

- დაფა - Whiteboard 

ასინქრონული

- ელფოსტა

- სადისკუსიო ფორუმი

- WIki

- ბლოგი

- ვებმაუწყებლობა 

ინტერნეტ ტექნოლოგიების მოქნილობა ქმნის სინქრონულისა და ასინქრონულის კონცეფციების შორის ზღვარს აქრობს. მაგალითად, ვიდეო და აუდიო სესიები შესაძლოა ჩაწერილი იყოს და ხელმისაწვდომი გახდეს მოსწავლეებისათვის, რომლებიც live ღონისძიებას ვერ დაესწრნენ.

შერეული სწავლა

შერეული სწავლა ახდენს სხვადასხვა სატრენინგო მედიის (მაგ., ტექნოლოგიების, აქტივობებისა და მოვლენების) კომბინირებას კონკრეტული აუდიტორიისათვის ოპტიმალური ტრენინგ პროგრამის შესაქმნელად. ტერმინი „შერეული“ ნიშნავს ტრადიციული ინსტრუქტორის მიერ მართული ტრენინგის შევსებას ელექტრონული ფორმატებით. 

შერეული სწავლის ორი მოდელი არსებობს:

პროგრამის მიმდინარეობის მოდელი - სასწავლო აქტივობები ორგანიზებულია ხაზოვან, თანმიმდევრული წყობით და მოსწავლეს აქვს დედლაინები სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. ეს მოდელი იძლევა მსწავლისთვის თვალყურის დევნებისა და მასზე დაკვირვების საშუალებას.

ძირითადი კურსი (ელსწავლება ან F2F) უზრუნველყოფილია და ამავე დროს შეთავაზებულია დამატებითი რესურსების კომპლექტი ძირითადი კურსის გასაძლიერებლად. ეს მასალები სურვილისამებრ გამოყენებისთვისაა განკუთვნილი და არ არის დაგეგმილი. 

 

 

 

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

თქვენ ხართ აქ: Home მიმართულებები ცოდნის მართვის სისტემა