საბიბლიოთეკო მიმართულება

საბიბლიოთეკო მიმართულება

შესავალი

 ევერგრინის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა ევროპის ქვეყნებიდან პირველად გაერთიანებული ქართული კატალოგი შეუერთდა 2010 წელს. ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა მოიცავს ღია კატალოგს, კატალოგიზაციის მოდულს, საბიბლიოთეკო ერთეულების ცირკულაციის მოდულს და ბიბლიოთეკებს შორის რესურსების გაზიარების საშუალებას იძლევა. ამ სისტემის საშ

 

Evergreen-ის პროექტის ფარგლებში ვითარდება ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა (ILS), რომელსაც დღეისთვის უკვე იყენებს 1000–ზე მეტი ბიბლიოთეკა მსოფლიოში (აშშ 30 შტატი, კანადა, საქართველო, ჰუალებით განვითარდა პირველი გაერთიანებული ქართული ელექტრონული კატალოგი, რომელშიც ასახულია საუნივერსიტეტო და სპეციალიზებული ბიბლიოთეკების კოლექციები.

ოლანდია, ჩეხეთის რესპუბლიკა, მექსიკა, ინდოეთი, ავსტრალია და სხვ.). Evergreen-ის განვითარება ჯორჯიის შტატში დაიწყო 2006 წელს.

ჩვენი გაერთიანებული კატა

ლოგი ამ ეტაპზე არის ერთადერთი ეროვნული მასშტაბის ვებ-კატალოგი, რომელიც აერთიანებს წამყვან ქართულ უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებს.

 ღია ონლაინ კატალოგის (OPAC) მოდული

ზოგადი აღწერა

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ონლაინ-კატალოგის (OPAC) სერვისი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

აქვს თანამედროვე საბიბლიოთეკო სტანდარტის MARC21-ის მხარდაჭერა; 

წარმოადგენს კონსორციუმის ტიპის ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის ნაწილს;

შიდა საუნივერსიტეტო ბიბლიოგრაფიული მონაცემების გარდა, შეიცავს გარე ელექტრონულ რესურსებს. მოცემული მომენტისათვის ერთი საძიებო სისტემის ფარგლებში იძებნება ბიბლიოგრაფიული ჩანაწერები:

გლობალური ღია ელექტრონულ ბიბლიოთეკებიდან (მაგ. Project Gutenberg);

საქართველოში მოქმედი ხუთი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების ინტეგრირებული კატალოგიდან;

უზრუნველყოფილია საბიბლიოთეკო ინფორმაციის უსაფრთხოების და საიმედოობის დაცვის მაღალი დონე;

უნივერსიტეტის მხრიდან მოითხოვს მინიმალურ ინფრასტრუქტურული ხარჯებს, ვინაიდან გამოყენებულია ღრუბლოვანი (Cloud) ტექნოლოგია.

 ძირითადი ფუნქციები

 ღია ონლაინ კატალოგის მოდული შეიცავს შემდეგ აუცილებელ ფუნქციებს: 

  • ძიების ინტერფეისი (მკითხველის მხარე) - ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ დააკონფიგურიროს მისთვის სასურველი ძიების პარამეტრები, შემდეგი ფუნქციების გამოყენებით: 
  • მოიძიოს მისთვის საინტერესო წიგნი, როგორც გაერთიანებულ/ინტერინსტიტუციურ, ასევე ცალკეული უნივერსიტეტის, საფაკულტეტო ან სპეციალიზებული ბიბლიოთეკების ინტეგრირებულ კატალოგებში;
  • გაფართოებული ძებნის პარამეტრები:
  • მომხმარებლის სამუშაო დაფა მოიცავს ძებნის პარამეტრებს,  გაფართოებულ ძებნას, რიცხვებით ძებნას და ექსპერტულ ძებნას;
  • ძებნას სხვადასხვა ფორმატში: კარტოგრაფიული მასალა, ხელნაწერები, კომპიუტერული ფაილები;
  • ძებნა ენის მიხედვით ძიება; 
  • საძიებო სიტყვით ძებნა, ავტორი, სათაური, ჟურნალის სათაური, თემა, სერია, შენახვის შიფრი;
  • ბიბლიოთეკის ადგილმდებარეობის მიხედვით ძიება;
  • რიცხვებით ძიება: ერთეულის ბარკოდი, ბიბლიოგრაფიული შენახვის შიფრი, თაროზე შენახვის შიფრი, ISBN, ISSN, LCCN, TCN და ა.შ.
  • ექსპერტული ძიება: ველი, თეგი, ქვეველები და ა.შ.
  • ძიების შეთავაზება კატალოგში გადასვლის შემდეგ; 
  • სასურველი ჩანაწერის გამოტანის გვერდი შეიცავს სულ ცოტა შემდეგ ჯგუფებს: 
  • მოკლე ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, MARC 21-ის სრული ჩანაწერი, ვირტუალური თარო („მონათესავე“ ერთეულების ჩვენებით). 
  • შესაძლებელია ჯილდოების მინიჭება, მკითხველის რევიურება და კონკრეტული დასახელების სხვისთვის შეთავაზება.
  • ასევე, თემატური და სხვა პარამეტრების თეგები და ავტომატური სინქრონიზაცია Google Books პორტალთან - შესაბამისი მონაცემების ავტომატური გამოტანის შესაძლებლობით.
  • ამავე გვერდზე ჩანს ინფორმაცია წიგნის რაოდეობის, მდებარეობის, სტატუსის შესახებ.
  • შესაძლებელია სისტემაში ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების შაბლონის თავისუფალი მოდიფიკაცია.
  • შესაძლებელია ძიების ფანჯარის ინტერფეისზე საუნივერსიტეტო გერბის განთავსება.

 სერვისების გაფართოების შემთხვევაში, სისტემა ასევე შეიცავს სისტემაში ავტორიზაციისა და საკუთარ ანგარიშზე შესვლის შესაძლებლობას და უზრუნველყოფილია სრული სინქრონიზაცია ცირკულაციის მოდულთან (მისი ფუნქციონირების შემთხვევაში). 

 კატალოგიზაციის მოდული

 ზოგადი აღწერა 

  • მოცემული მოდულის დახმარებით სრულდება სისტემის სხვადასხვა ტიპის ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში შეტანა/რედაქტირება/ამოშლა. მნიშვნელოვანია მონაცემების გადმოწერის ფუნქციის არსებობა (Z39.50), MARC21 იმპორტ/ექსპორტი, უნიკოდის მხრდაჭერა.
  • ახალი ჩანაწერის შექმნა - ბიბლიოთეკას შეუძლია შექმნას თავის ფონდში არსებული ერთეულების ახალი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი და შეიტანოს ის ჩანაწერების მონაცემთა ბაზაში;
  • ედაქტირება და ცვლილების შენახვა, ასევე არასასურველი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის წაშლა თავიანთი ბაზიდან;
  • უკვე შექმნილი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის რედაქტირება- კატალოგერებს შეუძლიათ ნახონ  უკვე შექმნილი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, მოახდინონ მისი რ
  • მონაცემთა გადმოწერის ფუნქცია-  Z39.50 პროტოკოლით მონაცემების მიგრაცია. 
  • Z39.50 არის კომუნიკაციის პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს საბიბლიოთეკო სისტემებს შორის ბიბლიოგრაფიული ინფორმაციის გაცვლას. 
  • Z39.50, როგორც კლიენტისა და სერვერის პროტოკოლი დაშორებული მონაცემთა ბაზებში ინფორმაცის ძიებისა და მოპოვებისათვის განვითარდა National Information Standards Organization (NISO) მიერ ISO 239.50 სტანდარტის საფუძველზე. მის მხარდაჭერას ამჯერად უზრუნველყოფს კონგრესის ბიბლიოთეკა (აშშ). 

Z39.50 ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ფუნქციაა. ის შესაძლებლობას აძლევს ბიბლიოთეკებს გაცვალონ  ბიბლიოგრაფიული მონაცემები.  

ამ ეტაპზე კატალოგიზაციის მოდულში Z39.50 პროტოკოლით შესაძლებელია ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების გაცვლა შემდეგ  საერთაშორისო ბიბლიოთეკებთან:Z39.50 ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი და ფუნქციაა. ის შესაძლებლობას აძლევს ბიბლიოთეკებს გაცვალონ  ბიბლიოგრაფიული მონაცემები.  

2013 წლისათვის ინტეგრირებული ბიბლიოთეკები 

ამ ეტაპზე კატალოგიზაციის მოდულში Z39.50 პროტოკოლით შესაძლებელია ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების გაცვლა შემდეგ  საერთაშორისო ბიბლიოთეკებთან: 

  • British Library - ბრიტანული ბიბლიოთეკა (გაერთიანებული სამეფო) მოიცავს ყველა ბრიტანულ და ირლანდიულ გამოცემას. კოლექციაში 150 მილიონზე 
    მეტი ერთეულია, მრავალ ენაზე.
  • AMICUS - კანადის ეროვნული გაერთიანებული კატალოგი მოიცავს 1.500 ბიბლიოთეკის 30 მილიონამდე ერთეულს.
  • U.S. National Library of Medicine -  აშშ-ს მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკა მსოფლიოში ყველაზე დიდი ბიბლიოთეკაა ბიომედიცინის დარგში, ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან მას მილიარდი მკვლევარი მიმართავს.
  • University of Toronto Libraries - ტორონტოს უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკების კატალოგი მოიცავს 128 ენაზე გამოცემული 12 მილიონი ნაბეჭდი ერთეულისა და 238.000 სერიული გამოცემის ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერს.
  • Bibliothèque de l’Université de Montréal - მონრეალის უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკების ქსელი მოიცავს 4 მილიონ ფიზიკურ და 300 000 ელექტრონულ ერთეულს სხვადასხვა დისციპლინაში.
  • York Library - იორკის უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკების ქსელი მილიონობით გამოცემას და ელექტრონულ რესურსს ფლობს.
  • University of Western Ontario Library - დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკა აერთიანებს დასავლეთ კანადის კვლევით ბიბლიოთეკებს, რომლებიც მოიცავს 11 მილიონ ერთეულს.
  • University of Ottaw Librarya - ოტავას უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკებში დაცულია 2 მილიონზე მეტი ნაბეჭდი წიგნის ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი.
  • University of Alberta Libraries -  ალბერტას უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკები მოიცავს 14 საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას.
  • University of Manitoba Libraries - მანიტობას უნივერსიტეტის (კანადა) ბიბლიოთეკები მოიცავს 20-მდე ბიბლიოთეკას სამედიცინო, მენეჯმენტის, ინჟინერიისა და სხვა სფეროებში.
  • University of Michigan Library - მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია 8,5 მილიონი ბეჭდური და ციფრული ერთეული.
  • ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები - მოიცავს 150-მდე ასოცირებულ ბიბლიოთეკას და წარმოადგენს ყველაზე დიდ საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების სისტემას გაერთიანებულ სამეფოში.
  • კალიფორნიის ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკები - მოიცავს ბიბლიოთეკებს მრავალფეროვანი კოლექციებით ხელოვნების, ბიომედიცინის, საჯარო პოლიტიკის, აღმოსავლური ენების, სამართლის, ინფორმაციის კვლევების, მუსიკის, სოციალური, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ინჟინერიისა და სხვა დარგებში.
  • Columbia University Libraries მოიცავს კვლევით ბიბლიოთკებსა და მრავალფეროვან ციფრუკ და საარქივო კოლექციებს 80-მდე დარგში (ანთროპოლოგია, არქიტექტურა, აფრიკული, კორეული, იბერიული და სხვა კვლევები, თეოლოგია, სოციოლოგია, სოციალური სამუშაო, ფილოსოფია, ფიზიკა, ხელოვნება, მუსიკა და სხვა). ასევე საინტერესოა იმითაც, რომ აქ ფუნქციონირებს ქართველოლოგიური კვლევების ცენტრი და ბიბლიოთეკას ქართული წიგნების ფონდიც გააჩნია.
  • University of Aberdeen Libraries წარმოადგენს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკას, რომელიც მოიცავს დარგობრივ ბიბლიოთეკებს, აგრეთვე დარგობრივ კოლექციათა რესურსცენტრს და აბერდინის უძველეს კამპუსში განლაგებულ სამეფო მუზეუმს.
  • MIT library წარმოადგენს მრავალფეროვანი რესურსებითა და სერვისებით აღჭურვილ ბიბლიოთეკას საარქივო, აუციო-ვიზუალური, საკონფერენციო, კვლევითი, საგაზეთო მასალებით, ტექნიკური ანგარისებით, ასევე ვირტუალური საცნობარო გამოცემებით, მონაცემებით საერთაშორისო სტანდარტების შესახებ. 
  • პრინსტონის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს 30-მდე ბიბლიოთეკას შემდეგი დარგების მიხედვით: კულტურის პოლიტიკა, ხელოვნება, სტატისტიკური სერვისები, ციფრული კოლექციები (ციფრული რუკები, გეოსივრცული ინფორმაცია), ევრო კავშირის დოკუმენტაცია, ხელნაწერები, მოსახლეობის კვლევა, საჯარო პოლიტიკა, ახლო აღმოსავლეთის, სოციალურ მეცნიერებები და სხვა. 

ცირკულაციის მოდული

 ზოგადი აღწერა

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის EVERGREEN-ის  ცირკულაციის მოდული ასრულებს საბიბლიოთეკო ერთეულების ცირკულაციის პროცესის სრულ მენეჯმენტს შესაბამისი კომპიუტერული სისტემის მეშვეობით.    ცირკულაციის მოდულის ძირითადი ფუნქციებია:

მომხმარებელთა პერსონალური ანგარიშების მოდული და შესაბამისი ფუნქციები: 

  • ონლაინ-­გამოწერა
  • დაჯავშნა
  • შეტყობინებები
  • გამოწერილი ობიექტების აღნუსხვა
  • პირადი ტრანსაქციების სრული კონტროლი
  • პირადი ვირტუალური კოლექციების შექმნის შესაძლებლობა;
  • მომხმარებელთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის ინტეგრირებული  საბიბლიოთეკო სისტემის (Evergreen) სხვა მოდულებთან დაკავშირება.
  • მომხმარებლის მიერ საბიბლიოთეკო ერთეულის ვებ-­კატალოგიდან შეკვეთა/დაჯავშნა.
  • მომხმარებლების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების მიერთება წიგნების ერთიან ბაზასთან და ამ პროცესის ავტომატიზებული მენეჯმენტი.
  • მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის მიბმა ვებ-­კატალოგთან და საბიბლიოთეკო ერთეულის სტატუსის განახლება  და ვებ-­კატალოგში ასახვა.
  • საპროცესინგო ფუნქცია მომხმარებლის პირადი ბარათისა და საბიბლიოთეკო ერთეულის შტრიხკოდების მეშვეობით.
  • სტატისტიკური მოდული.
  • ცირკულაციასთან დაკავშირებული პროცესების ავტომატიზაცია და სინქრონიზაცია ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემასთან.
  • ცირკულაციის ინტერფეისები ბიბლიოთეკარის/ცირკულატორისა და  რიგითი მომხმარებლებისთვის.
  • „ერთი ფანჯრის“ პრინციპი ვებ-­კატალოგისა(მოძიება, შერჩევა) და ცირკულაციის(სისტემაში ავტორიზაცია, შერჩეული ერთეულის სტატუსის  დადგენა, დაჯავშნა/გამოწერა) ფუნქციათა ინტერფეისებისთვის.   

 

დამატებითი ფუნქციები და სერვისის არჩევა

პროგრამულ უზრუნველყოფას აქვს ინფორმაციის შენახვის მოქნილი ფორმატი წიგნადი ფონდის მონაცემთა ბაზის სხვა ინფორმაციულ სისტემებში გამოსაყენებლად, ასევე ფლობს ამგვარ ფორმატში მონაცემთა ბაზის ექსპორტის შესაძლებლობას.

მომწოდებლის მიერ შემოთავაზებულ სერვისის ლიცენზირებასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სერვისის მომწოდებელ მხარეს. შემოთავაზებულია სერვისის მომწოდებლის მხარდაჭერა (Support) სისტემაში შესაძლო ავარიული სიტუაციების აღმოსაფხვრელად.

ზემოთ აღწერილი ყველა ფუნქცია თავმოყრილია ერთიანი საბიბლიოთეკო სისტემის (ILS – Integrated Library System) ფარგლებში, რაც საშუალებას იძლევა შემდგომში უმტკივნეულოდ მოხდეს სერვისის გაფართოება ახალი მოდულების გამოწერის გზით.

 

 
 

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

თქვენ ხართ აქ: Home მიმართულებები საბიბლიოთეკო მიმართულება