ISM მენეჯმენტის მიმართულება

კომპანია Innovative Systems Management გთავაზობთ სტრატეგიის განვითარების, (დაგეგმვა და იმპლიმენტაცია); სამოქმედო გეგმის შემუშავების, პროექტის დიზაინირებისა და მართვის, ორგანიზაციაში სხვადასხვა სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის მიმართულებით კონსულტირებასა და ტრენინგებს.

ჩვენ დაგეხმარებით, ორგანიზაციის მისიის მიზნებისა და ამოცანების, სტრატეგიული ხედვისა და გრძელვადიანი განვითარების გეგმის განსაზღვრასა და იმპლიმენტაციაში. ISM კონსულტაციებს გაგიწევთ სტრატეგიული დოკუმენტის შესაბამისად სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას, მისი განხილვისა და დამტკიცებაში; აგრეთვე თქვენი ორგანიზაციის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის დაგეგმვაში: იდეის გენერირების, პროექტის დაგეგმვის ფაზები (ჩართული მხარეების ანალიზი, სამიზნე აუდიტორიის ანალიზი, პრობლემებისა და მიზნების ანალიზი, ლოგიკური ჩარჩოს მატრიცა და ა. შ.), მონიტორინგისა და შეფასების ეტაპებზე.

აგრეთვე დაგეხმარებით თქვენს ინსტიტუციასა თუ ორგანიზაციაში სხვადასხვა ელექტრონული სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის პროექტის დაგეგმვასა და პილოტირებაში.

ტრენინგები

მიმდნარე და დაგეგმილი და ჩატარებული ტრენინგების შესახებ ინფორმაციისთვის  გადადით ბმულზე.

ISM სოც. ქსელებში

თქვენ ხართ აქ: Home მიმართულებები მენეჯმენტი